ყაველაშვილი: შევხვდით ვენსს და რუბიოს, განსაკუთრებული აქცენტი საერთო ღირებულებებზე გაკეთდა

ქართული ოცნების პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის მიერ გამართული მიღების ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილთან ერთად, შეხვედრა გამართა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსთან და აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან მარკო რუბიოსთან.
მიხეილ ყაველაშვილის თქმით, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და აშშ-ს საერთო ღირებულებებზე.
"საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, კირსტი ქოვენთრის მასპინძლობით გამართულ მიღებას, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ერთად დავესწარი.
ღონისძიების ფარგლებში შეხვედრა გავმართეთ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან, მათ შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსთან და აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან მარკო რუბიოსთან. საუბრისას განსაკუთრებული აქცენტი ორი ქვეყნის საერთო ღირებულებებზე გაკეთდა", - წერს ის Facebook-ზე.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.