ყაველაშვილი: სირცხვილია ლიდერად გყავდეს წითლიძე, ხაბეიშვილი, ვაშაძე, მელია და გვარამია და მათ დაძახებულზე გამოდიოდე გარეთ

სირცხვილია ლიდერად გყავდეს წითლიძე, ხაბეიშვილი, ვაშაძე, მელია და გვარამია და მათ დაძახებულზე გამოდიოდე გარეთ
„არის ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი, რომლებიც თითქოსდა გულწრფელები არიან, მაგრამ მე ვერაფრით ვერ დავადგინე, როგორ აკავშირებენ ჩვენს სახელმწიფოს რუსეთთან,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
იგი დღეს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვისას ოპოზიციის ქმედებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი.
„პარლამენტში დღეს განვითარებული მოვლენები რასაკვირველია, წინასწარ იყო დაგეგმილი რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. ეს პროცესი დიდი ხნის დაგეგმილია, სურთ აწიონ ტემპერატურა, გამოიწვიონ ვნებათაღელვა და რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოიყვანონ ქუჩაში. ამიტომაც იძულებულები ვართ, რომ ამ ადამიანებს შევახსენოთ, რომ სირცხვილია ლიდერად გყავდეს წითლიძე, ხაბეიშვილი, ვაშაძე, მელია და გვარამია და მათ დაძახებულზე გამოდიოდე გარეთ. ეს ადამიანები აპოგეაში იყვნენ დარბევებისა და ძალადობის. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის რას წარმოადგენდნენ ეს ადამიანები, როგორ არბევდნენ და კლავდნენ ხალხს პირდაპირ ქუჩაში. შეუძლებელია ეს ვინმეს არ ახსოვდეს. თუმცა არის ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი, რომლებიც თითქოსდა გულწრფელები არიან, მაგრამ მე ვერაფრით ვერ დავადგინე, როგორ აკავშირებენ ჩვენს სახელმწიფოს რუსეთთან.“ – განაცხადა ყაველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ