არქივი27 ნოემბერი, 2024, 13:09
“ყაველაშვილი თავისი ბუნებით, თუ გნებავთ ჰაპიტუსითაც არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება” - ივანიშვილი

საქართველოს რიგით მეექვსე პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილია.
“ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყაველაშვილი ქართველი კაცის საუკეთესო მაგალითია.
“მიხეილ ყაველაშვილი თავისი ბუნებით, თუ გნებავთ ჰაბიტუსითაც არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება - დარწმუნებული ვარ, ის სრულად დაუბრუნებს პრეზიდენტის ინსტიტუტს დროებით წართმეულ ღირსებას.”- თქვა ბიძინა ივანიშვილმა.
არქივის შესახებპირველწყარო: newsline.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.