ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ყაველაშვილი: ამ გამოცდილებამ, თუნდაც მე, როგორც პოლიტიკოსს და პიროვნებას, კიდევ ბევრი რამ დამანახა ქართველი ადამიანის შესაძლებლობებში. ის რომ ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე ვართ, ჩვენი ასე ვთქვათ, სრულყოფილი სახელმწიფოს შექმნამდე, ბევრი ფაქტორია ამის და ამ გზაზე ვდგავართ

ყაველაშვილი: ამ გამოცდილებამ, თუნდაც მე, როგორც პოლიტიკოსს და პიროვნებას, კიდევ ბევრი რამ დამანახა ქართველი ადამიანის შესაძლებლობებში. ის რომ ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე ვართ, ჩვენი ასე ვთქვათ, სრულყოფილი სახელმწიფოს შექმნამდე, ბევრი ფაქტორია ამის და ამ გზაზე ვდგავართ
"ამ გამოცდილებამ, თუნდაც მე, როგორც პოლიტიკოსს და პიროვნებას, კიდევ ბევრი რამ დამანახა ქართველი ადამიანის შესაძლებლობებში. ის რომ ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე ვართ, ჩვენი ასე ვთქვათ, სრულყოფილი სახელმწიფოს შექმნამდე, ბევრი ფაქტორია ამის და ამ გზაზე ვდგავართ. მაგრამ ის გონიერება, სიბრძნე, რომელიც შეიძინა და მუდმივად თან დაყვება, როცა ვსაუბრობთ რაღაც მაღალფარდოვან რეჟიმში, რომ 3 000-წლოვანი ქვეყანა ვართ - გვინდა არ გვინდა, ეს გამოცდილება მოქმედებს. გამოწვევების გადამწყვეტ მომენტში, ამას ენიჭება პრიორიტეტი და ამით შენთვის დამოუკიდებლად, შინაგანად, რაღაცა ძალა გეძლევა და გაერთიანებს.
ვხედავ ქართველი ადამიანის სრულყოფის გზას. ამისთვის ჯერ თუ დავაკვირდებით პროცესებს, რაზეც ვისაუბრე, ჩემის აზრით, რომ შევაფასოთ, სრულყოფილ ქვეყნად ვიყოთ წარმოდგენილი ჯერ ვიტყოდი, რომ საბავშვო ბაღის მდებარეობაში ვართ. [...]
როგორი პიროვნება უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე - ჩემი აზრით, ეს საგზაო რუკა უნდა იყოს ყველასთვის კარგად გასაგები, მისი აღზრდის, რა გვინდა - უნდა იყოს პატრიოტი, ეროვნული, განათლებული, ცოდნაზე ორიენტირებული, თანამედროვე ცოდნის და ტექნოლოგიების გამზიარებელი, ამავე დროს პასუხისმგებელი, ჯანმრთელი, ოჯახის მოყვარული" - ამბობს ივანიშვილის პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში [სტილი დაცულია]
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.