არქივი14 აგვისტო, 2026, 20:50
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ფოტოგრაფ ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმრის წერილს აქვეყნებს:
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო.
ბადრი ვადაჭკორიამ თავისი მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობით წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ ფოტოჟურნალისტიკაში. მის ობიექტივში მოხვედრილი არაერთი მნიშვნელოვანი კადრი ქართული ფოტომატიანის განუყოფელ ნაწილად დარჩება. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს”- წერს პრემიერი.
ფოტოგრაფი და ჟურნალისტი ბადრი ვადაჭკორია 14 აგვისტოს, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.
არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.