ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალების გამო

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალების გამო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. სამძიმრის წერილი მან სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალების გამო.
ქართველი ხალხის სახელით თანაგრძნობას ვუცხადებ წმინდა საყდარს, კათოლიკურ ეკლესიასა და მილიონობით მორწმუნეს მთელ მსოფლიოში.
რომის პაპი ფრანცისკე სამუდამოდ დარჩება მსოფლიო ისტორიაში, როგორც ღირსების, თავმდაბლობისა და თანაგრძნობის სიმბოლო – მშვიდობისა და ერთიანობის მქადაგებელი, რომელიც შთააგონებდა და რწმენით ავსებდა ადამიანებს.
მისი სიმტკიცე, ურყევი ერთგულება და სამართლიანობა მომავალი თაობების შთაგონების წყარო იქნება.
მარადისობას დარჩება მისი სახელი და ღვაწლი!“ – წერს მიხეილ ყაველაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა სეფაშვილი: გლობალურ ძალებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სურთ, სწორედ ამ სცენარის ნაწილია ნორვეგიის ელჩთან ოპოზიციონერების საიდუმლო შეხვედრა და ბახმაროში გამართული სემინარი

ნაცსექტის ერთ-ერთი ყველაზე მყრალი სუბიექტი, ნატა ფერაძე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას „რეპრესიასა“ და „ავტორიტარიზმში“ ადანაშაულებს, ბერლინში ჩასულმა კი, მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ დემოკრატიას არც ის ჩვევა აქვს, საჯარო შეურაცხყოფას ხისტად პასუხი არ გასცეს