ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ღია მმართველობის ინდექსით საქართველო მსოფლიოში 41-ე ადგილზეა, ევროკავშირის და ნატოს წევრ 7 სახელმწიფოს და ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას უსწრებს

მსოფლიო ბანკის „გლობალური კეთილდღეობის მონაცემთა ბაზა“ ღია მმართველობის ინდექსს აქვეყნებს, რომელიც „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის“ 11 წლიანი კვლევის შედეგებს ეფუძნება.
ღია მმართველობის შეფასების 100% იანი სისტემით საქართველომ 59% დაიმსახურა და ბრაზილიასთან და ინდოეთთან ერთად თანაბარი შეფასებით მსოფლიოში 41-ე პოზიციაზეა. ინდექსის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველო ღია მმართველობით უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 7 ქვეყანას და ევროკავშირის კანდიდატ ყველა სახელმწიფოს: პოლონეთს, ბულგარეთს, უნგრეთს, ალბანეთს, თურქეთს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, ბოსნოა ჰერცოგოვინას, მოლდოვას და უკრაინას. საქართველო ლიდერია მეზობელ ქვეყნებს შორის, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.