არქივი27 ნოემბერი, 2023, 14:13
"ღვინის სამშობლო წარმოგიდგენთ“ - დღეიდან, CNN-ზე ქართული ღვინის შესახებ ვიდეორგოლი გავა
"ღვინის სამშობლო წარმოგიდგენთ“ - დღეიდან, CNN-ზე ქართული ღვინის შესახებ ვიდეორგოლი გავა. ვიდეო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სპეციალურად ამერიკული ტელეკომპანიისთვის მომზადდა.
პრეზენტაცია თბილისში გაიმართა. ღონისძიებას მთავრობის, მეღვინეობის დარგის, არასამთავრობო სექტორის, სამეცნიერო და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და ვეტერანი მეღვინეები ესწრებოდნენ.
სტუმრებს სიტყვით მიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა. ვიდეორგოლი CNN-ის ეთერში ერთი თვის განმავლობაში იტრიალებს.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.