ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ღვინის თემით დაინტერესებული ტურისტების რაოდენობა 40-50%-ით შემცირდა - მეღვინეობა

ღვინის თემით დაინტერესებული ტურისტების რაოდენობა 40-50%-ით შემცირდა - მეღვინეობა

ბოლო წლებში ღვინის თემით დაინტერესებული უცხოელი ტურისტების რაოდენობა 40-50%-ით შემცირდა - როგორც „იაგოს მეღვინეობის“ დამფუძნებელი, იაგო ბითარიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ ნეგატიური სტატისტიკა მის მარანში ბოლო წლებში შეინიშნება.
„კოვიდამდე პერიოდში ტურისტების 75% ევროპიდან იყვნენ და დანარჩენ ნაწილს აზია, იაპონია, ავსტრალია, ამერიკა ინაწილებდა, 7% იყვნენ რუსეთიდან სტუმრები. კოვიდის შემდეგ გეოგრაფიულად პროცენტულობა დაახლოებით 50-50-ზე გადანაწილდა, მაგრამ ბოლო წლებში მათმა რაოდენობამ შესამჩნევად იკლო და ეს რიცხვი 40-50%-ით შემცირდა“ - განაცხადა იაგო ბითარიშვილმა.
„იაგოს მეღვინეობას“ ღვინო ექსპორტზე მსოფლიოს 11 ქვეყანაში გააქვს, რომელიც წარმოადგენს ევროპას, იაპონიას და ამერიკას. რაც შეეხება წარმოებას, მეღვინის თქმით, ტენდენცია აქაც კლებადია და პოზიტიური დინამიკა უკვე ორი წელია არ შეინიშნება.
„ეს ყველაფერი ალბათ უკავშირდება გლობალურ პრობლემებს - ომს, ინფლაციას და მსოფლიოში ზოგადად განვითარებულ მოვლენებს“, - განაცხადა იაგო ბითარიშვილმა.
წყარო: bpn.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.