პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ღარიბაშვილს მილიონიანი გირაო შეუფარდეს, აუკრძალეს ქვეყნის დატოვება

ღარიბაშვილს მილიონიანი გირაო შეუფარდეს, აუკრძალეს ქვეყნის დატოვება

ყოფილ პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილის მილიონიანი გირაო შეუფარდეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო.
გარდა ამისა, ღარიბაშვილს აეკრძალა ქვეყნის დატოვება.
ღარიბაშვილს ბრალდება დღეს, 24 ოქტომბერს წარედგინა. ეს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე თქვა.
გვარაკიძის ცნობით, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, ბრალდებულისთვის აღკევეთის ღნისძიების სახით 1 მლნ ლარის შეფარდების შესახებ, რომლის უზრუნველყოფა შესაძლებელია, როგორც ფულადი თანხით, ასევე უძრავი ქონებით.
აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად პროკურატურამ მოითხოვა ბრალდებულისთვის ისეთი დამატებითი ვალდებულებების დაკისრება, როგორიცაა საქართველოს პასპორტის სამართალდამცავი უწყებისთვის ჩაბარება და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვა.
გვარაკიძის ცნობით, ღარიბაშვილმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.
მას ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის გ ქვეპუნტქით, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის რეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ოქტომბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.