არქივი17 დეკემბერი, 2023, 11:24
ღარიბაშვილი ხვალ წლიურ ანგარიშს წარადგენს | ოპონენტების აზრით, პრემიერის გამოსვლა "ოცნების" პიარს მიეძღვნება
18 დეკემბერს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის მუშაობის ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს.
ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ღარიბაშვილი ტრიბუნას ამჯერადაც "ქართული ოცნების" პიარისთვის გამოიყენებს, რეალურად კი, მმართველ პარტიას, არც წელს, ისე, როგორც გასულ წლებში, საკუთარ მოსახლეობაზე არ უზრუნია.
სად და რა ფორმატში წარადგენს პრემიერი ანგარიშს, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ შეხვედრაზე მიიწვევენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები, ოპოზიცია კი არა.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.