ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ღარიბაშვილი: რისკები, რაც მეორე ფრონტის გადმოტანას უკავშირდებოდა, არსად წასულა

ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს ქვეყანაში არის სტაბილურობა, მშვიდობა. ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, სტაბილურობა და ძლიერი, სწრაფი ეკონომიკური ზრდა. თუმცა მინდა ვთქვა, რომ ის რისკები, რაც შარშანწინ და შარშან არსებობდა ქვეყნის წინაშე, გამოწვევები, რისკები, რაც უსაფრთხოებასა და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ომში ჩართულობას, მეორე ფრონტის გადმოტანას უკავშირდებოდა, არსად წასულა.
ამ საკითხებზე ვისაუბრე ამომრჩეველთან, ჩვენი პარტიის აქტივთან და ვუთხარი, რომ ქართული ოცნების გამარჯვება არის ერთადერთი უალტერნატივო გამოსავალი ჩვენი ხალხისთვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.