ღარიბაშვილი: … მსურს ამ გზაზე წარმატება ვუსურვო და ძმური თანადგომა აღვუთქვა ირაკლი კობახიძეს

დღეს ჩვენ წინაშე ახალი ამოცანებია. შემოდგომაზე, არჩევნებში ჩვენ დამაჯერებელი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ, რათა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის სწორი განვითარება. მსურს ამ გზაზე წარმატება ვუსურვო და ძმური თანადგომა აღვუთქვა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის ყრილობაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო დღეს, კვლავ დიდი გამოწვევების წინაშე დგას, ძალიან რთული გეოპოლიტიკური ვითარებაა მსოფლიოში.

„სამწუხაროდ, ერთ-ერთ უმთავრეს, შეიძლება ითქვას, საფრთხედ ჯერ კიდევ რჩება ის ბოროტი ძალა, რომელიც 2012 წელს დავამარცხეთ ჩვენ, ყველამ ერთად, „ნაციონალური მოძრაობა“ და მანამ, სანამ ეს კრიმინალური ორგანიზაცია რჩება პოლიტიკაში, საფრთხე არსად წასულა. ასევე, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ ახლა უკვე აპრობირებული, მაგრამ განახლებული სტრატეგიით შენიღბული, მოჩვენებითად დაშლილი ფორმით, თუმცა ყველასთვის ცხადია, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტების სახით საქმე გვაქვს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, იგივე ხალხთან, იგივე ანტიეროვნული ინტერესების გამტარებელ ბოროტ ძალასთან, ასე რომ 2024 წლის არჩევნებში ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს. დამაჯერებლად უნდა გავიმარჯვოთ, რათა არ დავუშვათ ომი და ქაოსი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ეროვნული, ქართული ინტერესების გამტარებელი პოლიტიკური ძალა. ს განმარტებით, არჩევანი ძალზედ ნათელია – „ქართული ოცნება“ ნიშნავს მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას.

„კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ამ უდიდესი ნდობისთვის. მე ვამაყობ, რომ ვარ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და მზად ვარ, როგორც „ქართული ოცნების“ რიგითმა წევრმა, ასევე ჩვენი ქვეყნის რიგითმა ჯარისკაცმა მთელი ძალისხმევა მოვახმარო ჩვენი გუნდის გამარჯვებას, ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის მსახურებას და მორიგ დიდ გამარჯვებას, რომელიც ყველას ერთად გველოდება 26 ოქტომბერს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ