ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ღარიბაშვილი: თქვენი საკითხავი არ არის ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, მშვიდად იყავით

რატომ ინტერესდებით, საერთოდ? თქვენ ნერვიულობთ ბატონ ბიძინაზე? - თქვენი საკითხავი არ არის ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარე და დამფუძნებელი. მინდა გითხრათ, რომ თქვენი საფიქრალი არ არის ეს საკითხი....
ეგ არ არის თქვენი საკითხი. დაელოდეთ, რა მნიშვნელობა აქვს. ძალიან ნერვიულობთ? ვიცი, რომ ნერვიულობთ თქვენ ყველანი ბატონ ბიძინას პოლიტიკაში ჩართულობით და დაბრუნებით, ამიტომ მშვიდად იყავით, თქვენ 26 ოქტომბერს მიიღებთ მორიგ დიდ დამარცხებას.
ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა მთავარი არხის ჟურნალისტის დასმულ შეკითხვას უპასუხა: "სად არის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და რა ტიპის კომუნიკაცია გაქვთ მასთან".

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.