ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ღარიბაშვილი ზურაბიშვილზე: ჩვენი ქვეყნისთვის რა გაუკეთებია?

პრეზიდენტად წოდებულ ქალბატონს რომ ჩვენი კონსტიტუცია, ქვეყანა და მისი ინტერესები საერთოდ არ აინტერესებს, ეს ცხადზე ცხადია. ის საფრანგეთში გაიზარდა და თავს ქართველად არ თვლის. მე რაც ვიცი, ზურაბიშვილი აპირებს, რომ საფრანგეთში წავიდეს. ან, არ ვიცი, შეიძლება, პოლიტიკაში დარჩენა უნდა და სურს, რომ ძალები მოსინჯოს. პირადად მას და საზოგადოებასაც შევახსენებ, რომ იქამდე, სანამ ჩვენი გუნდი მას პრეზიდენტად აირჩევდა და დასვამდა, მისი პოლიტიკური რეიტინგი 1% იყო. საერთოდ რა პრეტენზია აქვს.
ამ ადამიანს კითხვა დაუსვით, ჩვენი ქვეყნისთვის რა გაუკეთებია? თუნდაც, იგივე ევროინტეგრაციის გზაზე. თუ საქართველოს რაიმე მიღწევა ჰქონდა, ეს ჩვენი დამსახურებაა. ამიტომ, ახლა ეს პოლიტიკური თამაშები და გაბუტვა კონსტრუქციული დამოკიდებულება არ არის.
ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას. პრეზიდენტმა თქვა, რომ წარადგენს პლატფორმას, რომელიც საქართველოს არჩევნებამდე ერთიანად მიიყვანს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.