ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ღამის შოუს" ბენდი 30 000, ნიკვაშვილის ორკესტრი 40 000, თიკა ჯამბურია და ირინა ბაირამაშვილი 13 100 - ვის რამდენს გადაუხდიან თბილისის საახალწლო კონცერტში მონაწილეობისთვის

"ღამის შოუს" ბენდი 30 000, ნიკვაშვილის ორკესტრი 40 000, თიკა ჯამბურია და ირინა ბაირამაშვილი 13 100 - ვის რამდენს გადაუხდიან თბილისის საახალწლო კონცერტში მონაწილეობისთვის

წი­ნა­სა­ა­ხალ­წლოდ მთავ­რო­ბის მიერ და­ფი­ნან­სე­ბულ მიმ­დი­ნა­რე და და­გეგ­მილ სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტებ­ზე ambebi.ge-ზე რამ­დე­ნი­მე სტა­ტია გა­მო­აქ­ვეყ­ნეთ. შე­გახ­სე­ნებთ, რომ წლე­ვან­დე­ლი წელი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია და რუს­თა­ველ­ზე მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის გამო, მომ­ღერ­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი უარს აცხა­დებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე.

  • ეს დღე­ე­ბი ბევ­რს სა­უბ­რობ­დნენ თუ რა ბედი ეწე­ო­და 31 დე­კემ­ბრის ღა­მის გრან­დი­ო­ზულ კონ­ცერტს. მისი ჩა­ტა­რე­ბა პირ­ველ რიგ­ში კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ იმი­ტომ დად­გა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილს არ ეგო­ნა, რომ თბი­ლი­სის მე­რია შეკ­რებ­და მომ­ღერ­ლე­ბის იმ რა­ო­დე­ნო­ბას, რომ­ლე­ბიც კონ­ცერ­ტზე გა­მოს­ვლას თან­ხმდე­ბოდ­ნენ.

თბი­ლი­სის მე­რი­ამ სა­ა­ხალ­წლო ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­სა­მარ­თად თბი­ლი­სის მე­რი­ამ შპს ქეი ივენთს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­უ­ფორ­მა. დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც თბი­ლის­ში ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ე­დან­სა და დე­და­ე­ნის ბაღ­შია და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი 875 112 ლარი ჯდე­ბა.

თბი­ლი­სის მე­რია იტო­ვებს უფ­ლე­ბას ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ძა­ლა­ში შეს­ვლის შემ­დგომ მიმ­წო­დე­ბელ­თან შე­თან­ხმე­ბით შეც­ვა­ლოს ან და­ა­ზუს­ტოს მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვის ზუს­ტი თა­რი­ღი, დრო და ად­გი­ლი, - ვკი­თხუ­ლობთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში.

მომ­ღერ­ლე­ბის სია კი, რო­მე­ლიც ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­შია მი­თი­თე­ბუ­ლი შთამ­ბეჭ­და­ვია. მათ უდი­დეს ნა­წილს სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს და ბევ­რის ამ სი­ა­ში აღ­მო­ჩე­ნა, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თვის სი­ურპრი­ზი აღ­მოჩ­ნდა.

მათ შო­რის არის თიკა ჯამ­ბუ­რია, რო­მე­ლიც ბენდთან და ირი­ნა ბა­ი­რა­მაშ­ვილ­თან იმ­ღე­რებს და ერთ კონ­ცერ­ტში შემ­სრუ­ლებ­ლებს 13 100 ლარს გა­და­უხ­დი­ან.

"რეზო და ბავ­შვე­ბის" ჰო­ნო­რა­რი 15 ათას ლარს შე­ად­გენს. ისი­ნი ორ კონ­ცერ­ტზე გა­მოვ­ლენ, რის­თვი­საც 30 ათას ლარს აი­ღე­ბენ. და­ნარ­ჩე­ნი მომ­ღერ­ლე­ბის სია, რომ­ლებ­მაც არ­ჩე­ვა­ნი მე­რი­ის კონ­ცერ­ტებ­ზე გა­ა­კე­თეს, ასე­თია

ან­სამ­ბლი „ჰე­რიო“ - 8500 ლარი;

"ღა­მის შოუს" ბენ­დი და წამ­ყვა­ნის ჰო­ნო­რა­რი - 30 000 ლარი;

„ელიტ ბენ­დი“ - 5000 ლარი;

ან­სამ­ბლი „გორ­დე­ლა“ - 15 000 ლარი;

Posutuve Band - 8000 ლარი;

ან­სამ­ბლი „რუს­თა­ვი“ - 15 000 ლარი;

„ელის ბენ­დი“ - 6000 ლარი;

ჯგუ­ფი „ბანი“ - 15 000 ლარი;

„ნა­ნოს ბენ­დი“ - 8000 ლარი;

Latino Boys - 7000 ლარი;

კვარ­ტე­ტი „ვივო“ - 2500 ლარი;

„ზუ­კას ბენ­დი“ - 9000 ლარი;

ჯგუ­ფი „ურსა“ - 46 460 ლარი;

„თბი­ლი­სუ­რი კვარ­ტე­ტი“ - 6000 ლარი;

ჯგუ­ფი Reggaeon - 25 500 ლარი;

Goofy Land - 30 000 ლარი;

ჯგუ­ფი „მიქსტუ­რა“ - 15 000 ლარი;

ჯგუ­ფი „ქუ­ჩის ბი­ჭე­ბი“ - 15 000 ლარი;

„თე­ატ­რა­ლუ­რი კვარ­ტე­ტი“ - 15 000 ლარი;

და­ვით ილუ­რი­ძის ბენდი - 10 000 ლარი;

ან­სამ­ბლი „ალი­ლო“ - 11 200 ლარი;

ან­სამ­ბლი „შვიდ­კა­ცა“ - 14 000 ლარი;

ჯგუ­ფი „ოჩოს ქოხი“ - 15 000 ლარი

ან­სამ­ბლი „ბა­სი­ა­ნი“ - 12 000 ლარი;

ბენ­დი „სინ­თე­ზი“ - 6000 ლარი;

ლინ­და ადა­მია და ჯგუ­ფი 1/4 - 12 000 ლარი;

ჯგუ­ფი New One - 15 800 ლარი;

ან­სამ­ბლი „მძლე­ვა­რი“ - 15 800 ლარი;

ბენ­დი „ქვევ­რი“ - 14 000 ლარი;

ან­სამ­ბლი „ერი­სი­ო­ნი“ - 21 200 ლარი;

ან­სამ­ბლი „გურ­ჯა­ა­ნი“ - 3950 ლარი;

ნიკა ნიკ­ვაშ­ვი­ლი და ორ­კესტრი - 40 000 ლარი;

ვარ­დე­ლის სა­ხე­ლო­ბის კა­მე­რუ­ლი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრი - 7000 ლარი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მომ­ღერ­ლე­ბის მე­ო­რე ნა­წი­ლი ახალ წელს რუს­თა­ველ­ზე აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­თან ერ­თად ხვდე­ბი­ან, სა­დაც ალ­ტერ­ნა­ტი­ულ კონ­ცერტს გა­მარ­თა­ვენ. სად შედ­გე­ბა 31 დე­კემ­ბრის მე­რი­ის გრან­დი­ო­ზუ­ლი კონ­ცერ­ტი, ზუს­ტი ლო­კა­ცია ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.