ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ღამით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა

ღამით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ცხინვალის სააგენტო "რესს" ე.წ. სახელმწიფო ენერგოკომპანიის, "ენერგორესურსების" დირექტორზე დაყრდნობით წერს, რომ მიზეზი ჩრდილოეთ ოსეთში ძლიერი ქარი იყო, რამაც რამდენიმე ხაზი დააზიანა.
ის ამბობს, რომ რამდენიმე ქვესადგური გაჩერდა. მოგვიანებით რუსულ სამთავრობო მედია "ტასს" კომპანიაში განუცხადეს, რომ ელექტრომომარაგება აღდგენილია.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.