ღაზის სექტორში სატელეფონო სერვისები და ინტერნეტკავშირი შეწყდა

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. ღაზის სექტორში სატელეფონო სერვისები და ინტერნეტკავშირი შეწყდა.
ისრაელის სამხედროები სამხრეთისკენ სვლას განაგრძობენ და აცხადებენ, რომ აფართოებენ სახმელეთო ოპერაციებს, პალესტინის სრული ტერიტორიის დასაფარად.
“ჩვენი მიზანი „ჰამასის“ განადგურება და მძევლების სახლში დაბრუნებაა”, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი აცხადებს. ოფიციალური უწყების ცნობით, ისრაელის სამხედროებმა, ბოლო 24 საათში, 400-ზე მეტი სამიზნე გაანადგურეს.
ისრაელის ინტენსიური დაბომბვის ფონზე, პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქეები თავს, ჩრდილოეთ ღაზის მახლობლად, კამალ ადვანის საავადმყოფოს აფარებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციას ადარდებს ის, რომ შეიძლება, გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ისინი აჩვენებენ, რომ მათი ე.წ. პროდასავლური არსი, პროდასავლური მისწრაფებები არის სრული ფარსი, მათ აინტერესებთ ერთადერთი რამ, ეს არის დავალების შესრულება