ღაზის სექტორში მძიმე ბრძოლები გრძელდება – გაეროს უშიშროების საბჭომ, ცეცხლის შეწყვეტისკენ მიმართული რეზოლუცია ვერ მიიღო

ღაზაში მძიმე ბრძოლები გრძელდება. ისრაელი ამბობს, რომ მაქსიმუმს აკეთებს მსხვერპლის თავიდან ასარიდებლად, თუმცა ანკლავში 17 000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული, 46 000-ზე მეტი კი დაჭრილი.
ომი უმძიმესი სახით შეეხო მათაც, ვისაც ის აქამდე არ უნახავს და მათაც, ვინც ის ბევრჯერ ნახა. დახურვას გადარჩენილ საავადმყოფოებში ყველაზე პატარებს და ყველაზე ასაკოვანებს ერთი სურვილი აერთიანებთ – რომ ომის დასრულდეს. თუმცა პოლიტიკაში ასე მარტივად არ ხდება.
გაეროს უშიშროების საბჭოს ბოლო სხდომას რეზონანსი მოჰყვა, რადგან ორგანიზაციამ ცეცხლის შეწყვეტისკენ მომართული რეზოლუცია ვერ მიიღო. ვაშინგტონის მთავარი არგუმენტი იმაშია, რომ “ჰამასს” ძალების მოკრების საშუალება არ უნდა მიეცეს, რათა ომი არა დროებით,არამედ სამუდამოდ დასრულდეს. რეალობას მოწყვეტილად მიაჩნიათ რეზოლუციის ტექსტიც, რომელშიც 7 ოქტომბერსა და “ჰამასის” პასუხისმგებლობაზე არაფერია ნათქვამი.
მიუხედავად მომატებული კრიტიკისა, რომელსაც ამერიკა ისრაელის მიმართ აღარც მალავს, ბოლო ნაბიჯი მას ისრაელის ცალსახა მხარდაჭერად ჩაეთვალა. ამით კი შტატებმა პალესტინელები გაანაწყენა, აბასისთვის ახლა ვაშინგტონი ომის დანაშაულის თანამონაწილეა. გაეროს გენერალური მდივანი ყველას ახსენებს, რომ ახლა არა ლაპარაკის, არამედ მოქმედების დროა – რადგან ღაზა ტოტალური კოლაფსის წინაშე დგას, მოსახლეობის ნახევარზე მეტი შიმშილის ზღვარზეა, ანკლავში კი უსაფრთხო ადგილიც აღარ დარჩა.
“ცახალმა” ბოლო 2 დღეში 200-ზე მეტი ტერორისტის აყვანა შეძლო. თუმცა წარუმატებლად დასრულდა ტყვეების დახსნის ბოლო ოპერაცია, რა დროსაც ჯარისკაცების გარდა, გავრცელებული ცნობით, 25 წლის მძევალი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან