პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტრო - ღაზაში დაღუპული პალესტინელების რაოდენობა 26 422-ამდე გაიზარდა

ღაზის სექტორის „ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელთან ომის დაწყებიდან 26 422 ადამიანი დაიღუპა და 65 087 - დაშავდა.
„7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის აგრესიის მსხვერპლთა რიცხვი 26 422-ამდე გაიზარდა, დაშავებულია 65 087 ადამიანი“, - აცხადებენ უწყებაში.
ისრაელმა ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც „ჰამასმა“ ისრაელზე, 7 ოქტომბერს მოულოდნელი თავდასხმა განახორციელა, რასაც, ისრაელის ხელისუფლების ბოლო მონაცემებით, 1 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან, „ჰამასის“ მებრძოლებმა მძევლად აიყვანეს და ღაზის სექტორის ტერიტორიაზე გადაიყვანეს 200-ზე მეტი ადამიანი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 იანვარი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.