ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ღაზის სექტორიდან აბუ-დაბიში სამკურნალოდ 15 ბავშვი გადაიყვანეს

CNN-ის ცნობით, ღაზის სექტორიდან გადაუდებელი საჭიროების მქონე 15 ბავშვის (მათ ოჯახის წევრებთან ერთად) ევაკუაცია განხორციელდა. თვითმფრინავი აბუ-დაბიში დღეს დილით დაეშვა.
ევაკუაცია არაბთა გაერთიანებული საამიეროების პრეზიდენტის ინიციატივის ნაწილია. მან გამოთქვა მზაობა, რომ ღაზიდან მათ საავადმყოფოებში, სულ მცირე, 1 000 ბავშვს უმკურნალონ.
თავდასხმის შედეგად ისრაელში 1 400-მდე ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი მძევლად აიყვანეს. "ჰამასის" მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების მიხედვით კი, საპასუხო დარტყმებს ღაზაში 12 00-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მათგან დაახლოებით 5000 ბავშვი იყო.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.