არქივი19 ნოემბერი 2023, 12:54
ღაზის საავადმყოფოდან ევაკუირებული 30-მდე ჩვილი ეგვიპტეში მიჰყავთ
19 ნოემბერს ღაზის საავადმყოფოდან გაიყვანეს სულ მცირე 30 ნაადრევად დაბადებული ჩვილი, რომლებსაც ეგვიპტეში გადაიყვანენ - აცხადებს პალესტინელთა ჯანდაცვის სამინისტრო.
18 ნოემბერს საავადმყოფო მოინახულა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გუნდმა და განაცხადა, რომ იქ რჩებოდა 291 პაციენტი, მათ შორის მძიმე მდგომარეობაში მყოფი 32 ჩვილი, ტრავმირებული პაციენტები ინფიცირებული ჭრილობებით, პირები, რომლებსაც ხერხემლის დაზიანება აქვთ და ვერ გადაადგილდებიან.
სამინისტროს პრესმდივანმა, მედჰატ აბასმა დაადასტურა 30 ჩვილის ევაკუაცია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ნოემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.