არქივი16 იანვარი, 2024, 09:08
ღაზიდან ისრაელის ქალაქ ნეთივოთის მიმართულებით 50-ზე მეტი რაკეტა ისროლეს
ღაზიდან ისრაელის ქალაქ ნეთივოთის მიმართულებით 50-ზე მეტი რაკეტა ისროლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.
ისრაელის სამხრეთში მდებარე ქალაქ ნეთივოთის ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ნეთივოთზე ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ყველაზე დიდი მასშტაბის სარაკეტო დარტყმები განხორციელდა.
მაგენ დავიდ ადომის სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ მიუღიათ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.