არქივი28 დეკემბერი 2023, 05:27
ღაზა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად რჩება
ღაზის სექტორი, სადაც ისრაელი სახმელეთო ოპერაციას აფართოებს, ამ დრომდე, მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად რჩება.
მძიმე ბრძოლებია სამხრეთით მდებარე ქალაქ ხან იუნისში. "ცაჰალმა" დასავლეთ სანაპიროზე მდებარე რამალასა და სხვა ქალაქებში რეიდები განახორციელა.
ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 7 პალესტინელი დაიღუპა ალ-ნუსეი-რათის ლტოლვილთა ბანაკზე თავდასხმის შედეგად.
ბრძოლების პარალელურად, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარება შედის. გასული დღის განმავლობაში, ტერიტორიაზე 92 სატვირთო მანქანა შევიდა.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.