არქივი6 იანვარი, 2024, 15:11
"ღაზა მომავალი პალესტინის სახელმწიფოს ნაწილი იქნება" | ბორელი
"ღაზა მომავალი პალესტინის სახელმწიფოს ნაწილი იქნება", - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი საუბრობს, რომელიც ბეირუთში დღეს ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, აბდალა ბუ ჰაბიბის შეხვდა.
"ჩვენ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რომ საბოლოო ჯამში ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტა რეალობად იქცეს", - განაცხადა ბორელმა და აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონულ კონფლიქტს გამარჯვებული არ ეყოლება.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.