ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანის მიზნით ისრაელმა კერემ შალომის გამშვები პუნქტი გახსნა

ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანის მიზნით ისრაელმა კერემ შალომის გამშვები პუნქტი გახსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის სამინისტროს განყოფილება, ტერიტორიებზე სამთავრობო აქტივობების კოორდინატორი ავრცელებს.
ტერიტორიებზე სამთავრობო აქტივობების კოორდინატორის ცნობით, ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული სატვირთოები ღაზაში შესვლამდე ისრაელის ინსპექტირებას გაივლიან.
შეგახსენებთ, ისრაელმა კერემ შალომის გამშვები პუნქტი მას შემდეგ დახურა, რაც 5 მაისს, გამშვებ პუნქტთან ახლოს მდებარე ისრაელის სამხედრო ბაზაზე „ჰამასის“ სარაკეტო თავდასხმის შედეგად ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი ქურდოვანიძე: რა თქვა მუზეუმაა? – იქნებ ესეც გაგვერკვია, რაო, შედევრია და რუსოფობები უდიერად ეპყრობიანო. თანაც მავანნი წუხან, წმინდა ნიკოლოზ მეორე შეურაცხყვესო, ის ნიკოლოზი, უპატრონო ძაღლებსა და კატებს რომ ხოცავდა

განათლების სამინისტრო – 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებს უწყებამ, დროებით, სხვა საჯარო სკოლის შენობაში გადასვლა და ტრანსპორტით უზრუნველყოფა შესთავაზა, დაიგეგმა გაფართოებული შეხვედრაც