არქივი19 იანვარი, 2024, 16:23
ღაზაში ჰამასის იარაღების წარმოების მთავარი ბაზა გავანადგურეთ – ისრაელი
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ ღაზის ცენტრში ჰამასის იარაღის წარმოების მთავარი პუნქტი გაანადგურეს. ისრაელის ცნობით, ჰამასი აღნიშნულ ტერიტორიაზე რაკეტებსა და ასაფეთქებელ მოწყობილობებს ამზადებდა.
როგორც ცნობილია, იარაღის წარმოების ამ პუნქტს მრავალი გვირაბი უკავშირდება. ოპერაციის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებმა მაშინ გაავრცელა ინფორმაცია, როდესაც ისრაელის ძალებმა სახმელეთო შეტევაში უკიდურეს სამხრეთ ტერიტორიას მიაღწიეს და დაკავებული პოზიციები მიწისქვეშა გვირაბების ქსელების და იარაღის წარმოების პუნქტების განადგურების საშუალებას აძლევდათ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.