ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ „ჰამასის“ დელეგაცია დღეს ეგვიპტეში მოლაპარაკებებს გამართავს

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ „ჰამასის“ დელეგაცია დღეს ეგვიპტეში მოლაპარაკებებს გამართავს, – ამის შესახებ ინფორმაციას კატარის მედია ავრცელებს.
კატარის მედიის ცნობით, „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი, ისმაილ ჰანიე დღეს კაიროში ეგვიპტის დაზვერვის ხელმძღვანელთან, გენერალ აბას კამელთან ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და „ჰამასის“ მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებს გამართავს.
შეგახსენებთ, 30 იანვარს, „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელმა, ისმაილ ჰანიემ დაადასტურა, რომ „ჰამასმა“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების წინადადება მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

დეკანოზი საბა ჭიკაიძე: ვინც ცდილობს, რომ დააკნინოს, დაამციროს სიწმინდე, ასეთ ადამიანს ღირებულებების კრიზისი აქვს – საპასუხო კომენტარიც და აღშფოთებაც უნდა იყოს ზომიერი, ისეთი, როგორც ქრისტიანს შეეფერება