ღაზაში, ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ, ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 10 000-ზე მეტი სატვირთო მანქანა შევიდა

ღაზაში, ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ, ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 10 000-ზე მეტი სატვირთო მანქანა შევიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ჰუმანიტარულ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეზე, ტომ ფლეტჩერზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ცეცხლის შეწყვეტის დაწყების შემდეგ, ორი კვირის განმავლობაში, ჩვენ 10 000-ზე მეტი სატვირთო შევიყვანეთ, რაც უზარმაზარი მატებაა“, - აცხადებს ტომ ფლეტჩერი.
შეგახსენებთ, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების შეთანხმება ძალაში 19 იანვარს შევიდა. შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ „ჰამასმა“ 18 ისრაელელი მძევალი, ხოლო ისრაელმა 600-მდე პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.