ღაზაში სახმელეთო ოპერაციებისას დაღუპული ისრაელელი ჯარისკაცების რაოდენობა 75-მდე გაიზარდა | IDF

ს თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ ღაზის სექტორში “ჰამასის” წინააღმდეგ ბრძოლისას კიდევ 3 ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა. ამით სახმელეთო ოპერაციებისას დაღუპულთა რიცხვი 75-მდე გაიზარდა.
როგორც IDF ამბობს, კვირას დაიღუპა 39 წლის მაიორი ნერია შაერი, 22 წლის სერჟანტი ბენ ზუსმანი და 19 წლის სერჟანტი ბენიამინ იეჰოშუა ნედჰამი.
ამას გარდა, IDF-ის თქმით, გუშინ, ღაზის ჩრდილოეთით გამართულ ბრძოლებში მძიმედ დაშავდა კიდევ ერთი ჯარისკაცი.
ცნობისთვის, გავრცელებული მონაცემების მიხედვით, “ჰამასის” მიერ ისრაელზე განხორციელებული 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ჯამში 401 ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ