ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ღაზაში ომი 100 დღეა მიმდინარეობს, "ჩვენ ვერავინ შეგვაჩერებს" - აცხადებს ნეთანიაჰუ

14 იანვარს 100 დღე შესრულდა ომის დაწყებიდან ისრაელსა და აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ ჰამასს შორის. "ჩვენ ვერავინ შეგვაჩერებს" ჰამასის განადგურებისგან - ამბობს ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ.
ღაზის ჯანდაცვის მესვეურების განცხადებით, ისრაელის თავდასხმებს ომის განმავლობაში შეეწირა 23 000-ზე მეტი ადამიანი, მათი უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან. ომს მოჰყვა მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი, პალესტინელთა ტერიტორიის დიდი ნაწილი ნანგრევებადაა ქცეული.
ომი დაიწყო მას მერე, რაც ჰამასმა 7 ოქტომბერს უპრეცედენტო შეტევა განახორციელა ისრაელზე, რასაც, AFP-ის მიერ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით შემუშავებული მონაცემით, ემსხვერპლა 1140-მდე ადამიანი, ძირითადად სამოქალაქო პირები. 250-მდე ადამიანი ჰამასმა მძევლად აიყვანა.
ოკუპირებულ პალესტინელთა ტერიტორიებზე მომუშავე გაეროს ჰუმანიტარული სააგენტოს, OCHA-ს ხელმძღვანელმა AFP-ს პარასკევს უთხრა, რომ ისრაელი სისტემატურად ბლოკავს ჰუმანიტარული დახმარების მანქანებს ჩრდილოეთ ღაზაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.