არქივი17 იანვარი, 2024, 09:38
ღაზაში მყოფი მძევლებისთვის განკუთვნილი მედიკამენტებით დატვირთული კატარის თვითმფრინავები ეგვიპტეში ჩავიდა
ღაზაში მყოფი მძევლებისთვის განკუთვნილი მედიკამენტებით დატვირთული კატარის თვითმფრინავები ეგვიპტეში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას კატარის მედია ავრცელებს.
მედიკამენტებით დატვირთული კატარის ორი სამხედრო თვითმფრინავი ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულის ქალაქ ელ-არიშის აეროპორტში დაეშვა.
„ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლებისთვის განკუთვნილ მედიკამენტებს ღაზაში მოგვიანებით გადაიტანენ.
შეგახსენებთ, კატარმა განაცხადა, რომ საფრანგეთთან ერთად, ღაზაში მყოფი მძევლებისთვის მედიკამენტების მიწოდების შესახებ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმებას მიაღწია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.