ღაზაში ისრაელის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები უპასუხოდ არ უნდა დარჩეს – ერდოღანი

ღაზაში ისრაელის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები უპასუხოდ არ უნდა დარჩეს – ერდოღანი
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ღაზაში ისრაელის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები უპასუხოდ არ უნდა დარჩეს, – ამის შესახებ ერდოღანმა კატარში ვიზიტისას განაცხადა.
„თურქეთის პრიორიტეტია, რომ უზრუნველყოს მუდმივი ცეცხლის შეწყვეტა და ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებლად მიწოდება ღაზაში. ნეთანიაჰუ საფრთხის ქვეშ აყენებს რეგიონის უსაფრთხოებასა და მომავალს, რომ გაახანგრძლივოს თავისი პოლიტიკური ცხოვრება“, – აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი.
ერდოღანი მიესალმება კატარის ძალისხმევას ღაზაში ჰუმანიტარული პაუზების გასახანგრძლივებლად.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ჩვენი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრისთვის მიიღოს – რადგან სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, იმედი გვაქვს, სასამართლოს დამატებით დრო არ დასჭირდება

ლაშა წიკლაური: რომ არა ვილი სანიოლი, გიორგი გვესელიანის შესახებ დღეს საქართველოს მონახლეობის 99.9%-ს არაფერი ეცოდინებოდა, რადგან ის იქნებოდა ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩიც არ ექნებოდა ჩატარებული