ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ღაზაში აცხადებენ, რომ ისრაელმა გაერო-ს სკოლის შენობას დაარტყა და დაღუპულია ათობით ადამიანი

ისრაელის მიერ ღაზის სექტორში, ალ-ნუსეირატში გაერო-ს სკოლის შენობაზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 30 პალესტინელი, მათ შორის ხუთი ბავშვი დაიღუპა, - ინფორმაციას მედია საშუალებები ღაზის სექტორის სამედიცინო სამსახურის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, დეირ ალ-ბალაჰში, ალ-აქსას საავადმყოფოში მინიმუმ 30 ცხედარი მიასვენეს.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გაუვრცელებია.
ისრაელის თავდაცვის ძალებში ადასტურებენ, რომ მათმა სამხედრო თვითმფრინავებმა ალ-ნუსეირატში გაერო-ს სკოლა დაარტყეს და აცხადებენ, რომ მას თავს აფარებდნენ „ჰამასის“ ტერორისტები, რომლებიც ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილეობდნენ და რომლებიც უახლოეს მომავალში თავდასხმების განხორციელებას გეგმავდნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.