ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოდან 30-ზე მეტი ნაადრევად დაბადებული ბავშვის ევაკუაცია განხორციელდა

ღაზის სექტორის უდიდესი საავადმყოფოდან, ალ-შიფადან, ნაადრევად დაბადებული 31 ჩვილის ევაკუაცია განხორციელდა. ევაკუაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისთან თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი, - ინფორმაციას BBC პალესტინის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბავშვები სამხრეთ ღაზაში, ქალაქ რაფაში გადაიყვანეს. ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ალ-შიფას საავადმყოფოდან პაციენტების ევაკუაციის კიდევ რამდენიმე ოპერაციაა დაგეგმილი.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.