ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფო სიკვდილის ზონად იქცა - ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ღაზის სექტორის ალ-შიფას საავადმყოფო სიკვდილის ზონად იქცა. ორგანიზაციამ ეს შეფასება მას შემდეგ გააკეთა, რაც ჯანმო-სა და გაეროს სხვა ოფიციალური პირები საავადმყოფოში იმყოფებოდნენ.
"გუნდმა შეძლო მხოლოდ ერთი საათის გატარება საავადმყოფოში...ალ-შიფაში კვლავ რჩება 25 ჯანდაცვის მუშაკი და 291 პაციენტი, მათ შორის 32 ახალშობილი. რამდენიმე პაციენტი გარდაიცვალა. ჯანმო და პარტნიორები სასწრაფოდ ამუშავებენ გეგმებს დარჩენილი პაციენტების, პერსონალის და მათი ოჯახების დაუყოვნებლივ ევაკუაციისთვის", - აცხადებენ ჯანმოში.
ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ საავადმყოფოს ქვეშ "ჰამასის" სამეთაურო ცენტრია განთავსებული. მათივე თქმით, ტერიტორიაზე გვირაბები და იარაღის საწყობები აღმოაჩინეს.

არქივის შესახებპირველწყარო: primetime.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.