ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო – ისრაელის ძალებმა ღაზაში 67 პალესტინელი მოკლეს, რომლებიც ჰუმანიტარულ დახმარების მიღებას ცდილობდნენ

ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედროებმა ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში გაერო-ს დახმარების სატვირთო მანქანების მოლოდინში მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 67 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას ღაზას სექტორის „ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამამ განაცხადა, რომ, ისრაელიდან გადასვლისა და საკონტროლო პუნქტების გავლის შემდეგ მალევე, მის 25 სატვირთო მანქანისგან შემდგარ კოლონას „მშიერი მშვიდობიანი მოსახლეობის უზარმაზარ ბრბო დახვდა, რომლებიც სროლის ქვეშ აღმოჩნდნენ“.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ მათ საფრთხის აღმოსაფხვრელად გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს.
მაისის ბოლოდან თითქმის ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია საკვების მოპოვების მცდელობისას პალესტინელების დაღუპვის შესახებ. ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შაბათს ღაზას სამხრეთით, ორ ჰუმანიტარულ პუნქტთან ახლოს ისრაელის მიერ განხორციელებული სროლის შედეგად, სულ მცირე 32 ადამიანი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“