ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქუთაისში, ყოფილი "პრესის სახლის" შენობაში 100-ნომრიანი სასტუმრო განთავსება - ქონების მფლობელი

ქუთაისში, ყოფილი პრესის სახლის შენობაში 100-ნომრიანი სასტუმრო განთავსება - ამის შესახებ BMG-სთან, შენობის მფლობელმა მიხეილ ჩუბინიძემ განუცხადა.
ქუთაისის პრესის სახლის ყოფილი შენობა 2022 წლის ოქტომბერში გაიყიდა. "100 საინვესტიციო შეთავაზება შენი ბიზნესისთვის" ფარგლებში, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ქონებას თავდაპირველად ₾3.2 მლნ-ად ყიდდა, თუმცა შემდეგ ფასი 1.6 მლნ ლარამდე დაწია. აუქციონზე ვაჭრობისას მაღალი კონკურენცია დაფიქსირდა - 154 "ბიჯის" შემდეგ ქონება 3.14 მლნ ლარად მიხეილ ჩუბინიძემ შეიძინა.
საინვესტიციო შეთავაზებაში შენობის პროფილად თავიდანვე სასტუმრო იყო მითითებული, თუმცა ახალ მფლობელს ქონების შეძენის პარალელურად რაიმე სახის ვალდებულება არ დაკისრებია.

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.