ქუთაისში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

ქუთაისში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქუთაისში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული საახალწლო ღონისძიებაც გაიმართა.
„ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მოწყობილი იყო საახალწლო სოფელი, სადაც ადგილობრივი მეწარმეთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობდა, აქვე შეიძლებოდა გემრიელი კერძების და ცხელი სასმლის დაგემოვნება. საბავშვო სივრცეში პატარებს თოვლის ბაბუა, ზღაპრის გმირები და ჯამბაზები ეგებებოდნენ.
გაიმართა მოსიარულე ორკესტრის შოუ და საბავშვო კონცერტები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ქუთაისის მერიის ინფორმაციის თანახმად, მოედანზე შეკრებილ ადამიანებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზაზა ლომინაძემ.
„დამდეგ შობა-ახალ წელს ვულოცავ ჩემს თანაქალაქელებს, იმათ, ვინც ახლა ამ მოედანზე დგას , ვინც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია, მაგრამ იქედანაც გვიყურებენ, ვულოცავ ჩვენი ქალაქის სტუმრებს!
დღეს ერთად ჩავიფიქრეთ სურვილები და ერთად ავანთეთ ჩვენი ულამაზესი ნაძვის ხე.
მშვიდობის, წარმატებების, სიხარულის და ბედნიერების იყოს 2024 წელი ქუთაისისთვის, საქართველოსთვის, მთელი მსოფლიოსთვის!“, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ქუთაისიის მერიის ცნობით, ღონისძიებები „ღამის შოუს ბენდის“ კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ