ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქუთაისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება

ქუთაისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება.
ამ წუთებში ახალგაზრდების საპროტესტო აქცია ქალაქის მერიასთან მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს აპროტესტებენ და მის გაწვევას მოითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ არ გაჩერდებიან, ვიდრე მათი მოთხოვნა არ შესრულდება.
აქციის მონაწილეების თქმით, მათი არჩევანია ევროპა, ევროპული ღირებულებები და არ დათმობენ ამ არჩევანს.
პარალელურად, გაფიცვა გრძელდება ქუთაისის უნივერსიტეტში. სტუდენტები ლექციებზე დასწრებას და აუდიტორიებში შესვლაზე უარს აცხადებენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.