არქივი13 მაისი, 2024, 12:51
ქუთაისში, საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდნენ
ქუთაისში საპროტესტო აქცია მსვლელობით გრძელდება. აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლეს.
„საქართველო“, „არ რუსულ კანონს“, - სკანდირებენ ოფისთან მისული აქციის მონაწილეები. ისინი საყვირებით და შეძახილებით მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებენ.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მიმართავენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაიწვიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.
მსვლელობა დღის ბოლოს ქუთაისის მერიის შენობასთან გადაინაცვლებს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.