ქუთაისში სამი ადამიანი დაჭრეს, ერთი კლინიკაში გარდაიცვალა - შსს

შსს-ის ცნობით, ინციდენტი ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა.
„გამოძიების ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირმა, ქუთაისში გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსთან, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა სამი პირი“ და „შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“.
სამივე დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა „მიღებული დაზიანებების შედეგად ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა“.
ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. შსს წერს, რომ „დამნაშავე პირის დადგენისა და დაკავების მიზნით სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ“.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფორუმი
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.