ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქუთაისში, საბავშვო-ბაღში ჭერი დაზიანდა, წყალი ჩავიდა და ოთახი დაიტბორა

რამდენიმე დღიანი ნალექის შემდეგ, ქუთაისის მე-20 ბაგა-ბაღის ჭერი დაზიანდა. ბაღის გამგის თქმით, დილით ადრე აღსაზრდელების მოსვლამდე ოთახი დატბორილი დახვდათ და ჩამობერილი ჭერის ფრაგმენტები ჩამოყარეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მშობლები შეშფოთებული არიან და ქალაქის მერიისაგან შვილებისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას მოითხოვენ.
"მოვიყვანე ბავშვი, ზეიმი ჰქონდა. რომ შემოვედი ჯგუფში, ჭერის მასა იყო იატაკზე დაყრილი. სხვა ოთახებში წვიმა ჩამოდიოდა და იქ ბავშვების გაჩერება იყო შეუძლებელი, თორემ იქ ბავშვები არ ყოფილან...დაკეტონ დროებით. იქნება ეს ორი თუ სამი თვე. მოგვხედონ, გააკეთონ და იყოს, შესაბამისად, მოწესრიგებული," - ამბობს ერთ-ერთი მშობელი.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.