ქუთაისში სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ

ქუთაისში ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი და მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მოქალაქეებს შეხვდნენ და ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.
ხაბეიშვილის განცხადებით, არჩევნები ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება, სანამ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ციხეშია. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხმა ყველა რეგიონიდან უნდა ისმოდეს.
16 თებერვალს, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას დაიწყეს.
როგორც მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა, 3 მარტს შეგროვებულ ხელმოწერებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გადასცემენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს