არქივი30 ნოემბერი, 2024, 11:37
ქუთაისში ჟურნალისტებმა აქცია გამართეს

ქუთაისში ჟურნალისტებმა აქცია გამართეს. მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა ამ ფორმით სოლიდარობა გამოუცხადეს კოლეგებს და ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობა დაგმეს.
მათი თქმით, ჟურნალისტის საქმიანობა ხელშეუხებელია და მიუღებელია ნებისმიერი ძალადობა.
„სოლიდარობას ვუცხადებთ, კოლეგებს. მიუღებელია ნებისმიერი ძალადობა ჟურნალისტებზე, რომლებიც პროფესიულ საქმიანობას ახორციელებენ. ამიტომ გამოვედით დღეს, რომ დავგმოთ, რაც ორი დღის განმავლობაში განხორციელდა კოლეგების წინააღმდეგ”, - განაცხადეს ჟურნალისტებმა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.