ქუთაისში პიროტექნიკით ორი ადამიანი დაშავდა

ახალი წლის აღნიშვნისას პიროტექნიკის გამოყენების გამო ქუთაისში ორი ადამიანი დაშავდა. მათ ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში ხელის მტევნებზე გადაუდებელი სამედიცინო ოპერაციები ჩაუტარდათ.
„ორი პაციენტი შემოვიდა პიროტექნიკით დაზიანებული. ორივეს აღენიშნებოდა მტევნის ტრავმა. ორივე პაციენტს გადაუდებლად ჩაუტარდათ ოპერაციები. ამჟამად პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. იმყოფებიან განყოფილებაში და უგრძელდებათ ყურადღება. პიროტექნიკა, რომელსაც გამოიყენებდნენ, მოხმარების დროს ხელში გაუსკდათ. ორივე მტევნის ტრავმით არის შემოსული”, – უთხრა „მთავარ არხს” ექიმმა შოთა ირემაძემ.
უცნობია, ქვეყნის მასშტაბით პიროტექნიკით დაზიანებულთა რაოდენობა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მონაცემებს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წესით გასცემენ. მათგან ცნობის მიღების შემდეგ, მასალა განახლდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ