ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქუთაისში ნარკოვაჭრობის ბრალდებით უბნის ინსპექტორი დააკავეს

ქუთაისში ნარკოვაჭრობის ბრალდებით უბნის ინსპექტორი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას იმერეთში ნარკოდანაშაულში ბრალდებული სამი ადამიანის დაკავების შესახებ - მათგან ერთი 56 წლის პოლიციელია, რომელიც მორფინს ჰყიდდა ყველაზე ცოტა ორ სხვა ადამიანზე. დაკავებულების სახლიდან მორფინის გარდა ამოღებულია "ბუპრენორფონიც".
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული პოლიციელი იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორია. ამ დანაშაულის გახსნაში ჩართული იყო როგორც შსს-ს გენერალური ინსპექცია, ისე გენერალური პროკურატურა.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა, შენახვა, რეალიზაციის საქმეზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, ასევე 260-ე ტერცია მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს - ეს დანაშაული 12-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.