ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქუთაისში მსვლელობა „არა რუსულ კანონს“ მიმდინარეობს

ქუთაისში აქცია-მსვლელობა „არა რუსულ კანონს“ მიმდინარეობს.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ.
ისინი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მოსალოდნელ საფრთხეზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ქვეყნის განვითარებას საფრთხე ექმნება.
აქციის მონაწილეებს პოლიტიკური პარტიების ლიდერები შეუერთდნენ.
ისინი ქალაქში მსვლელობას აწყობენ და ამ ფორმით კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ხელისუფლებას, კანონპროექტი გაიწვიოს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.