ქუთაისში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

ქუთაისში, ბალახვანის ცენტრში, მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ინფო იმერეთი ავრცელებს.
ტაბულა ცდილობს ინფორმაციის დაზუსტებას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.
ინფო იმერეთის თქმით, დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
დამატებითი დეტალების გარკვევისთანავე ინფორმაცია განახლდება.