ქუთაისში თეთრი ხიდი ისევ დაზიანებულია – რეაბილიტაციისთვის 500 000 ლარამდე დაიხარჯა
ქუთაისში თეთრი ხიდი ისევ დაზიანებულია. მინის პანორამული ფრაგმენტი გაბზარული და შემოღობილია. “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის გიგა შუშანიას განცხადებით, თეთრი ხიდის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 ათას ლარამდე დაიხარჯა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხიდის ხელახალ რეაბილიტაციასა და იმ ადამიანების დასჯას მოითხოვს, რომლებმაც უხარისხო სამუშაოები ჩაატარეს.
“სასწრაფოდ უნდა დაიწყოს თეთრი ხიდის რეაბილიტაცია. პროექტის შემუშავებაში და განხილვებში მოხდეს ქუთაისელთა ჩართულობა, რათა ხიდზე გადაადგილება აღარ იყოს საშიში და დამახინჯებულმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლმა დაიბრუნოს ავთენტურობა”, – აცხადებს გიგა შუშანია
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.